„კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“  სარდალი - საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა საფრთხის ძირითადი წყაროა

„კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ორგანიზაციის წევრებისთვის საფრთხის ძირითადი წყაროა. ამის შესახებ მან რადიო „სპუტნიკს“ განუცხადა.

„კავკასიის რეგიონში „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრებისთვის საფრთხის ძირითადი წყარო საქართველოს ხელმძღვანელობის საქმიანობაა, რომელიც ისწრაფვის არა მხოლოდ აშშ-სთან და ნატოსთან თანამშრომლობისკენ, არამედ ღიად ახდენს საკუთარი ქვეყნის პოზიციონირებას კავკასიაში რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმად. ამ პლაცდარმის გასამყარებლად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აქტიურად ეწევიან ოფიციალური თბილისის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია ამერიკისა და ნატოს სასწავლო ცენტრები, ხდება სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების სრულყოფა, ამერიკული ხომალდები რეგულარულად შედიან საქართველოს საზღვაო პორტებში. ამასთან, საქართველოს ხელმძღვანელობა იღებს ზომებს კანონმდებლობის შესაცვლელად მათთვის ეროვნულ ტერიტორიულ წყლებში შესვლის გასამარტივებლად. აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით, თანმიმდევრულად იზრდება ოპერატიული და საბრძოლო მომზადების მრავალეროვნული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთა ფარგლებში ხდება რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბრძოლო ძალების გამოყენების გეგმების დამუშავება“ - განუცხადა „სპუტნიკს“ სიდოროვმა.

მისი თქმით, მთელი ეს „სამხედრო მოღვაწეობა“ ემსახურება კავკასიაში დაძაბულობის მხარდაჭერას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა