ინდონეზიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინცია მალუკუში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაზიანებულია შენობები, მოსახლეობა კი მთებშია გახიზნული.

მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინციის დედაქალაქ ამბონიდან 40 კილომეტრში დაფიქსირდა.

ინდონეზიაში, რომელიც სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს, ხშირია ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას და მისგან გამოწვეულ ცუნამს 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2004 წელს სუმატრას კუძულზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ კი 14 ქვეყნის 226,000 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა მათგან 120,000-ზე მეტი ინდონეზიელი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა