მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში დაიწყეს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მათი სურვილია, დადგინდეს, ვინ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და დაისაჯონ დამნაშავეები.
„ვაპირებთ, 100 000 ხელმოწერის შეგროვებას, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, თუ რატომ და რისთვის მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი. დადგინდეს ჩვენი შვილის უდანაშაულობა და დაისაჯონ დამნაშავეები, ვინც ამაში მონაწილეობდა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ხელმოწერების შეგროვებას ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ.

























