გიორგი კანდელაკი პრეზიდენტის გაერო-ში გამოსვლაზე - სალომე ზურაბიშვილმა გამონახა დრო მითოლოგიაზე სასაუბროდ

ქალბატონი ზურაბიშვილის გამოსვლა ღიად რომ ვთქვათ გაშვებული შესაძლებლობა იყო, რეალურად კი კომფორტული გამოსვლა ოკუპანტი ქვეყნისთვის, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე.

კანდელაკის თქმით, პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და „მითოლოგიაზე ისაუბრა".

„კომფორტი მიანიჭა მან ოკუპანტ ქვეყანას. რაღაც ზოგადი ფრაზები თქვა, 27 სექტემბერს არის სოხუმის დაცემის დღე და აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ტალღის დღე, რომელმაც აფხაზეთიდან განდევნა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა. ხომ შეეძლო მას ამ ეთნიკურ წმენდაზე ესაუბრა, ესაუბრა ჩვენს დევნილებზე, ჩვენი დევნილების ქონებრივ უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დღეს მათთვის წართმეული სახლები და ბინები ქირავდება Booking.com-ზე, ხომ შეეძლო მას ესაუბრა იმაზე, თუ რას ვითხოვთ. სალომე ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა არის საქართველოს თხოვნა მეგობრების მიმართ. არაფერი უთქვამს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, არაფერი უთქვამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და ნაბიჯებზე, რაც უნდა დავუპირისპიროთ პრევენციის სახით, რომ ასეთი მკვლელობები მომავალში აღარ მოხდეს. არაფერი უთქვამს უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს საკითხი, ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი რუსეთის მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ უკვე დაკისრებულ სანქციებში. მან გამონახა დრო მითოლოგიაზე და ასეთ საკითხებზე სასაუბროდ", - განაცხადა კანდელაკმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია