მშობლის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ

მშობლის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ

მშობლის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე აძინებენ.

როგორც ადგილობრივი თორნიკე ხარამაშვილი აცხადებს, ფაქტის ამსახველი ვიდეოც გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ხარამაშვილი ამბობს, რომ ბავშვების იატაკზე დაძინების პირველი შემთხვევა არ არის.

„ჩემი შვილი ხუთი წლისაა. მომთხოვეს საბნებისა და ლეიბის მიტანა, მაგრამ საწოლები არ აქვთ. პირველი შემთხვევა არ არის. გასულ ზამთარშიც იატაკზე ეძინათ. ყველამ იცის, მაგრამ ხმის ამოღება არავის უნდა. მე რამდენჯერაც მივმართე პრეტენზიით, მითხრეს, გამოსწოდებაო. უკვე არ მჯერა მათი და ამიტომ გადავიღე. სხვა მხრივ, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არც პედაგოგებთან და არც გამგესთან. ესენი რა შუაში არიან? ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა“, - ამბობს ხარამაშვილი.

ზუგდიდის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში კი ამბობენ, რომ აღსაზრდელები, რომლებიც იატაკზე დაფენილ ლეიბზე იწვნენ, თამაშობდნენ.

„ტყუილია. თორნიკე ხარამაშვილი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ბავშვის გაყვანა უნდოდა. ბავშვს არ ატანდნენ. იმ მომენტში არ ვიყავი ადგილზე. როდესაც დამირეკეს მოვედი და ვთხოვე დაეტოვებინა ტერიტორია. მე შევცდი, რომ არ დავაფიქსირე, თუ რა მდგომარეობაში იყო ის. ვიცი, რატომაც აკეთებს ამ ყველაფერს და რომელ პარტიაშიც არის, მაგრამ არ მინდა ამ დეტალების მოყოლა“, - განაცხადა ბაღის გამგე ინეზა ქობალიამ.