მამუკა ხაზარაძე - უარი უნდა ვუთხრათ ფარსს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს - სასამართლოს ახალი მოსამართლეები სჭირდება და თუ საჭირო გახდა, ისინი უცხოეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ

დღეს მიმდინარეობს “კლანის” და არსებული ხელისუფლების მიერ სასამართლოს პრივატიზაცია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მიიტაცეს ჩვენი ქვეყნის სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებიც.

"დღეს ჩვენ ვუყურებთ პროცესს, როცა მთავარი პროკურორი ჩვენს თვალწინ გახდება სასამართლოს თავმჯდომარე. მათი შეკერილი საქმეების მსაჯულები და მოსამართლეები თვითონ იქმებიან. ეს პროცესი უნდა გაჩერდეს და მოვუწოდებ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც ჩვენი შვილების მომავალი აწუხებს, ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და უარი ვუთხრათ იმ ფარსს, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემას ახალი მოსამართლეები სჭირდება და თუ საჭირო გახდა, ისინი უცხოეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ.

"მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კიდევ აქვს რესურსი უმწიკვლო მოსართლეების ქვეყნის შიგნით და იმ სამართლოს სპეციალისტების, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან. ეს მაგალითად მოვიყვანე (მოსამართლეების უცხოეთიდან ჩამოყვანა). თუ ასეთი ადამიანების კონსოლიდაცია ვერ მოვახდინეთ, მაშინ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვექნება,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა