ზაზა გაბუნია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: ივერიას, ოთას, დამალას და ნიჯგორის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები და საჭიროებები ადგილზე მოისმინა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეფასდა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ესწრებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ამ სოფლებში ჩატარდა, მაგალითად, სოფელ ივერიაში მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ჩატარდა ივერიის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები. სოფელ ოთაში აშენდა ახალი ამბულატორია, ასევე ჩატარდა მდინარე ოთის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და რეაბილიტირდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. შიდა გზები და კულტურის სახლი რეაბილიტირდა სოფელ დამალაში, ასევე კეთილმოეწყო საჯარო სკოლის სველი წერტილები. სოფელ ნიჯგორში აშენდა ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობების შიდა ქსელს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს