სოფელ ყვიბისში 4 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში წელს 4 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ყვიბისში, სკოლის ზედა მხარეს არსებულ უბანში გზის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
„აღნიშნული მონაკვეთის გარდა, წელს სოფელში რეაბილიტაცია "საჯვარეს", "ჯაჭუნაშვილებისა" და "პირველ" უბნებს ჩაუტარდა. ჯამში რკინა ბეტონის გზა 2 კმ 400მ სიგრძეზის მონაკვეთზე დაიგო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრეები და ცხაურები.
აღნიშნულ უბნებში კაპიტალური გზის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტების დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო გახდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























