ლევან გოგიჩაიშვილი ერემაძეს - შანსი არ გაქვთ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეთ, ყველაზე უმტკივნეულო ამბავშიც კი მინიმალური გამბედაობა ვერ გამოიჩინეთ

ჩემი აზრით, თქვენ შანსი არ გაქვთ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეთ. ყველაზე უმტკივნეულო ამბავშიც კი თქვენ მინიმალური გამბედაობა ვერ გამოიჩინეთ, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატს სასამართლო პროცესზე უკითხავს თუ არა დასისხლიანებული ადამიანებისთვის, თუ ვინ სცემა ისინი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ერემაძემ განაცხადა, რომ ეს კითხვა ყოველთვის დაუსვამს.

„15 ივნისს ადამიანები დასისხლიანებული რომ შემოგიყვანეს, ვინ გაგლახაო, კითხვა არ დაგისვამთ ამ ადამიანებისთვის? წელიწადში ალბათ, 200-300-ზე მეტ საქმეს იხილავდით, ეს კონვეირი რომ გქონდათ და ამ ადამიანებს უშვებდით და უშვებდით, იმის განცდა არ გიჩნდებოდათ, პოლიცია რატომ არის მართალი ამ ადამიანებთან ურთიერთობაში? აი, ეს არის ქალბატონო მირანდა, ამიტომ ვამბობთ, რატომ არ უნდა იყოთ თქვენ არჩეული მოსამართლედ. ყველაზე უმტკივნეულო ამბავშიც კი, თქვენ მინიმალური გამბედაობა ვერ გამოიჩინეთ, რომ საბჭო გაგეკრიტიკებინათ. თქვენ ვერ გამოიჩინეთ გამბედაობა, რომ გაგეჩერებინათ სისტემა. თქვენ რომ ყოფილიყავით ოდნავ მეტი გამბედაობის მატარებელი მოსამართლე და თქვენი კოლეგები, ვინც აქ მობრძანდებიან, ის „კასტილიანი“ კაცი არ იარსებებდა ჩვენს რეალობაში და არ დაწერდა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო ფურცელს. არც ის უამრავი კადრი აღმოჩნდებოდა კასრებში, სადაც ათასობით საათი ადამიანის პირადი ცხოვრება იქნებოდა აღწერილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ ვაპირებ თქვენთვის მხარის დაჭერას, დარწმუნებული ვარ, არც „ოცნების“ დეპუტატები არ დაგიჭერენ მხარს, რაც არ უნდა მოსთხოვოს ეს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ვისთვისაც ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, თქვენ შანსი არ გაქვთ უზენაესი სასამართლოს წევრი გახდეთ და თუ თქვენ მართლა გახდებით და ეს ადამიანები გადააბიჯებენ ამ ყველაფერს, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს. მათ ხმას ზუსტად ის ხალხი არ მისცემს, ვინც პირველ ოქტომბერს და თუნდაც, 2016 წელს მისცა ხმა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა