ანონსი  27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 09:15 საათზე, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

27-28 სექტემბერს, 09:45 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (Ballroom), კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ინიციატივით, საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ 9 კომპანიას უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში აქტიური ჩართულობით გაიმართება B2B შეხვედრები ქართულ კომპანიებსა და კორეულ იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შორის. ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში კიმ სი-ვუნგი და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავჯდომარე ჰონგ კვან-ჰი.

საკონტაქტო: 599 80 55 99

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

27 სექტემბერს, 10.00 საათზე, ენგურის ხიდზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდაჭერებთან ერთად მივა.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

27 სექტემბერს, 10.00 საათზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად კომერციულ ფერმა „ყვარლის ბაგას“ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის გადაცემის ცერემონიალს მართავს. ღონისძიებას, სურსათის ეროვნული სააგენტოს და FAO-ს მაღალი რანგის სტუმრების დაესწრებიან.

მის: ყვარელი, ფერმა „ყვარლის ბაგა“

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

მის: გმირთა მოედანი

27 სექტემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირი გამართავს საჯარო ფორუმს თემაზე "საუბრები კლიმატზე." ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

მის: პაატა სააკაძის 1

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

27 სექტემბერს, 11:00 საათზე - ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პრეზიდენტის მორატორიუმი პატიმართა შეწყალებას - პატიმრების კონსტიტუციური უფლების შელახვისთვის, შესაწყალებელი პატიმრები პრეზიდენტს უჩივლებენ.

მის: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, ნაუმანის ფონდში გაიმართება შეხვედრა თემაზე: სამთავრობო ცვლილებები და მედიის მდგომარეობა საქართველოში.

მის: ჭოველიძის ქ. N10; ფონდ ღია საზოგადოების ოფისი; მე-3 სართული.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა იგეგმება.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველის, დიმიტრი ხაჩიძის (რომელიც იუსტიციის საბჭომ არ აირჩია) პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 20-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ. მოსამართლეების შერჩევის პროცესი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი, პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დევნილთა პარტია დაანონსებს პოლიტიკური პარტიის გააქტიურებას და მზადებას 2020 წლის არჩვენებისთვის.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა - ლარის კურსი

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106 (მე-3 სართული)

საკონტაქტო: +995 598 544 415

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) და ბრიტანული კომპანია Media IP Rights ურთიერთწარმომადგენლობით ხელშეკრულებას გააფორმებენ. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი და კომპანია Merdia IP Rights-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი სტივ დანიელი.

მის.: კოსტავას 37/39 (გრატო პასაჟი) მე-7-ე სართული

საკონტაქტო: სალომე კასრაძე 599 60 17 68

27 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

27 სექტემბერს, 15:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში სტარტაპ გრაინდ საქართველოს შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ.#7

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „სარფის“ განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გონჯა ილმაზ ბათური,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ადგილზე მედიის შეკრების დრო 14:30 საათი

27 სექტემბერს, 15:00 საათზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროფესორ კრისტოფ ზ. გილმოტოსა და სარა ტაფუროს ვორკშოპს მასპინძლობს თემაზე „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა: მიზეზებისა და ტენდენციების ანალიზი“.

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით, ქართველი და უცხოელი ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (რუსთაველის გამზ. N6)

27 სექტემბერს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიხსნება გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.

27 სექტემბერს, 17:00 საათზე „არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი; ქართველ ფეხბურთელთა სტაჟირება არგენტინაში.

მის.: მელიქიშვილის N12, მე-4 სართული.

27 სექტემბერს, 17:00 საათზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართავს შეხვედრას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები, კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გასაზიარებლად. მომხსენებლებს შორისაა: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე; სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

მის.: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“

27 სექტემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“, ჩინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩო საქართველოში საზეიმო მიღებას, ჩინელი და ქართველი შემსრულებლების კონცერტს და ფოტოგამოფენას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლი იანი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საკონტაქტო: 593524324

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, გორში, ფოთის თეატრი „დურუჯის“ ორგზის გამარჯვებულის, ნიკა საბაშვილის სპექტაკლს „ერთხელ საქართველოში“ წარადგენს.

საკონტაქტო: რამაზ იოსელიანი 599 27 60 60, ნიკოლოზ საბაშვილი 579 444 333

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა