თამარ ჩუგოშვილი -  ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის  პარლამენტთან თანამშრომლობა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობს.

„ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სომხეთის პარლამენტთან თანამშრომლობა. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. სომხეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობას თავისი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ამბიციური და პოზიტიური გეგმები აქვს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, შეხვედრაზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ბევრ თემასთან დაკავშირებით სომეხ კოლეგებს აინტერესებთ ჩვენი გამოცდილების გაზიარება, ბევრ საკითხზე ჩვენ გვსურს სომხეთის პარლამენტთან ურთიერთობა. დღევანდელი შეხვედრა ამისთვის ძალიან კარგი დასაწყისი იყო“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა