ანატოლი ბიბილოვი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გაეროს გენერალურ ასამბლეის 74-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება ჟენევის ფორმატის შეცვლისა და ექსპერტული დისკუსიებიდან ნამდვილ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლის აუცილებლობაზე და ამბობს, რომ ცხინვალი კვალავაც მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას პროვოკაციის პოლიტიკაზე და სამხედრო მუქარებზე. ამის შესახებ „რეს“-ი იუწყება.

მისი თქმით, უმჯობესია, საქართველომ, ჯერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწეროს ხელი. ის იმ კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს, რომლებიც, ბიბილოვის აზრით, ხელს შეუწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზებას:

„პირველ რიგში, ეს არის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება, რომელიც რესპუბლიკას ათწლეულების განმავლობაში მიადგა აგრესიული პოლიტიკით. დღეს კი, უკვე, პირველ ნაბიჯად შესაძლებელია ყოფილიყო ქართული პოლიციის უკანონო პოსტის მოხსნა სოფელ წნელისთან და იქიდან საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა “, - აცხადებს ბიბილოვი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ზურაბიშვილის სიტყვების გულწრფელობა ეჭვს არ გამოიწვევდა. მანამდე კი, მისი თქმით, ვერ ხედავს, რომ საქართველოს სურვილი აქვს, დაძაბულობის დეესკალაციისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელოს.

ბიბილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ 2008 წელს ამოიწურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა