ამერიკამ რუსეთს სანქციები გაუფართოვა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიისთვის საწვავის მიწოდებას უკავშირდება. ამის შესახებ საუბარია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღნშნული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ სასანქციო სიაში შეიყვანა რუსეთის ერთი ორგანიზაცია, რუსეთის მოქალაქე სამი ფიზიკური პირი და რუსული ხუთი გემი, რომლებმაც სირიის სასანქციო რეჟიმი დაარღვიეს.

სანქციების გაფართოების საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

„როგორც ჩანს, ეს ამერიკის ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც დაფუძნებულია ცალმხრივ სანქციებზე, რომლებსაც ჩვენ აბსოლუტურად მიღებლად მივიჩნევთ“ ,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა