სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ვეტერანები, ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ვეტერანები, ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ

სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში აფხაზეთის ომის ვეტერანები, ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან მივიდნენ. შეკრებილებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დღესვე ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.