28 სექტემბერს „დუშეთობა“ გაიმართება

28 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მრავალი ტრადიციულ-კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და შემოსასვლელში 12:00 საათიდან დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის თითოეული კუთხის (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) ეთნოგრაფიული სახლი, მათი ყოფითი კულტურა, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული სამზარეულო.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის დაგეგმილია ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, რესტორნებისა და ლუდის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია. ასევე ბავშვებისათვის მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ავთანდილ მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა. ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ქალაქის ისტორიის ამსახველი კადრებისა და ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენები.

ქალაქის ცენტრში მოეწყობა ქართული სამოსის დეფილე და თეატრალიზებული წარმოდგენა „ილიას დუშეთი“. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, შეჯიბრებები გაიმართება ქართულ ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, მშვილდოსნობასა და ჭადრაკში, ხოლო მოწვეული ოსტატები ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენენ.

აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და დუშეთში სტუმრად მყოფი ლატვიური ანსამბლი “იუმისის“ მონაწილეობით.

„დუშეთის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ოფიციალურ დელეგაციებს ლიეტუვის და ლატვიის დამეგობრებული მუნიციპალიტეტებიდან. დღესასწაული საღამოს საზეიმოდ დაიხურება გალა კონცერტით, რომელიც დასრულდება ფოიერვერკით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა