აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის წევრებმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ჟიული შარტავა სოხუმის დაცემის დღეს, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა გრიგოლმა გადაიხადა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ჩვენი ქვეყნისათვის ამ ტრაგიკული დღიდან 26 წლის შემდეგ, ბათუმში, ტრადიციულად გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები.