გუბერნატორმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გუბერნატორმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსთან ერთად, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ფრიდონ ნეფარიძის საფლავი სოფელ კრიხში, ამირან გორდეზიანის საფლავი სოფელ ჭრებალოში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„26 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა კონფლიქტის ორივე მხარეს. დღეს არის გლოვის, ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის და ამავდროულად იმედის დღე, რომ საქართველოს ისტორიულად განუყოფელი ნაწილი ახლო მომავალში კვლავ განამტკიცებს ქვეყნის მთლიანობას“, - აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ გმირთა მემორიალთან.