ბორჯომში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 26 წლის გასვლასთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, სანაპირო სკვერში არსებული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილთა სულებისათვის პანაშვიდი მამა დიმიტრიმ და მამა არჩილმა გადაიხადეს.

ადგილზე თემატური ღონისძიებაც მოეწყო. შესრულდა სამშობლოზე სიმღერები, მოსწავლეებმა კი აფხაზეთზე ლექსები წაიკითხეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა