ირმა ნადირაშვილი მამუკა ვასაძეს - ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ფინანსურ პოლიციაში ისე იმუშავებდით კიდევ ერთი 20 წელი, რომ საერთოდ არაფერი არ გეცოდინებოდათ?

ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ფინანსურ პოლიციაში ისე იმუშავებდით კიდევ ერთი 20 წელი, რომ საერთოდ არაფერი არ გეცოდინებოდათ?- ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით მიმართა.

აღნიშნული კითხვა ნადირაშვილმა ვასაძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს, როცა ის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, მისთვის არავის უთქვამს, რომ ქონება წაართვეს.

„ამდენი წლის განმავლობაში, მგონი 10 წელი, ისე იმუშავეთ იმ სტრუქტურაში, რომ არცერთხელ არ გაგიგიათ, ამ უწყების მხრიდან ბიზნესის დარეკეტება რომ ხდებოდა?“, - მიმართა ნადირაშვილმა ვასაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი კარიერის განმავლობაში მსგავსი პრობლემით არავის მიუმართავს.

ნადირაშვილის კითხვაზე, 2012 წელს გაიგო ეს ამბავი, ვასაძემ განაცხადა, რომ ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებიდან გაიგო.

„2012 წელს არა, გავიგე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებიდან კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაზეც დაწყებულია შესაბამისი სტანდარტით სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ“, - განაცხადა ვასაძემ.

ამის შემდეგ, ნადირაშვილმა კვლავ მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით, გასჩენია თუ არა თავად კითხვა, თუ რატომ საუბრობდნენ ირგვლივ ადამიანები ბიზნესის რეკეტზე.

„დასკვნა გავაკეთე, რომ თქვენ ამდენი წლის განმავლობაში უმწიკვლოდ იმსახურეთ იქ, არ გქონიათ არც მცდელობა, არც დავალება, არც ის გაგიგიათ, რომ შესაძლოა, თქვენს ქვემოთ, ვინმე უკანონობას სჩადიოდა. საიდან უნდა დაგიჭიროთ მხარი, შეიძლება ისე მოხვდეთ უზენაეს სასამართლოში, კიდევ ვერ გაიგოთ, რომ თქვენს ქვემოთ კიდევ ვინმემ შეიძლება ქრთამი აიღო, არასწორად მოიქცა, კანონს გვერდი აუარა, ხომ შეიძლება იგივე მოხდეს?“, - მიმართა ნადირაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც, ვასაძემ განაცხადა, რომ აბსტრაქტულად დანაშაული შეიძლება ხდებოდეს.

„აბსტრაქტულია ჩემი კითხვა? აბსტრაქტულად თქვენ იჯექით იქ როგორც ვამჩნევ, იმიტომ რომ მეუბნებით, რომ საერთოდ არაფერი იცოდით“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა