ანონსი 28 სექტემბერი

28 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ჩაატარებენ.

მის: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1

28 სექტემბერს, 10:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებული სპეცრაზმელის გათავისუფლება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308

28 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L-იც" იქნება წარმოდგენილი.

საკონტაქტო: +995 598782842

28 სექტემბერს, 11.00 საათზე, გაიმართება პროექტის პრეზენტაცია „ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება საქართველოს მუნიციპალიტეტებში”.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თვითმმართველობების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, შოთა რუსთველის გამზირი #13

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ვარკეთილში 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკის თემა „გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული”.

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გიორგი ტალახაძეს, გიორგი მიროტაძეს და ლაშა ხურცილავას გამოკითხავენ.

28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ამბროლაურში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის.: ამბროლაურის კულტურის ცენტრი

28 სექტემბერს 16:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" სერიის „50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია“ წიგნის "ჯონ ლენონი" წარდგენა გაიმართება.

მის.: გალაკტიონის ქ. #20

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

საკონტაქტო: 593 21 40 20

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, გორში გარბენი გაიმართება

მის: ქალაქი გორი, კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ახალციხეში, ფოთის თეატრი „დურუჯის“ ორგზის გამარჯვებულის ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „ერთხელ საქართველოში“ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

საკონტაქტო პირები: რამაზ იოსელიანი 599 27 60 60, ნიკოლოზ საბაშვილი 579 444 333

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა