გიორგი გახარია - „შინდისი“ უმძიმესი ემოციების ფილმია და ვფიქრობ, ის საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს

უმძიმესი ემოციების ფილმია და ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფილმის "შინდისი" პრემიერის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, სოხუმის დაცემის დღეს ამ ფილმის პრემიერა სიმბოლურია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც შინდისის გმირები გაზარდეს.

"პირველ რიგში, მინდა გადამღებ ჯგუფს უდიდესი მადლობა გადავუხადო. სიმბოლურია, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ამ ფილმის პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია და ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ეს ფილმი და შეიგრძნოს. მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს შინდისის გმირები, 17 ჯარისკაცი, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად მტერთან ბრძოლას შესწირა სიცოცხლე. მინდა თითოეულ მოსახლეს, ვინც იმ სოფელში ცხოვრობდა და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, მადლობა გადავუხადო. მსგავსი ფილმები, მსგავსი გმირული საქციელი აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ერთობლივი მიზნების და იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს,"- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა