„საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“ დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს 30 სექტემბრის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას შეეხება. დადგენილების პროექტის ინიციატორები ბესელიასთან ერთად, ასევე, დეპუტატები ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე არიან.

აღნიშნული დადგენილების პროექტი გულისხმობს:

1. აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით;

2. შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები;

3. კომისიამ 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით;

4. 2020 წლის 20 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით.

დადგენილების პროექტის ავტორები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა რიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა