საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, აბდელლათიფ ხედირას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს, სადაც ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საბჭოში გაწევრიანების პროცედურები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს მომავალ სხდომას თბილისი უმასპინძლებს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში ზეთისხილის წარმოების განვითარებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წელს საქართველომ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან. ჩვენი ქვეყნისთვის ზეთისხილი ახალი კულტურაა. შესაბამისად, ინდუსტრიის ეფექტიანად განვითარებისთვის, გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება გვჭირდება. მისასალმებელია, რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან გაღრმავდება თანამშრომლობა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საბჭოს წევრი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ქართული ზეთისხილის ზეთი, მსოფლიოში წამყვან ხუთ ქვეყანას შორის, ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ზეთისხილის მწარმოებელთა დიდ ოჯახს შეუერთდება. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალური წევრი გახდეს. მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და აქტიურად ვითანამშრომლოთ, რათა საბჭოში გაწევრიანების პროცედურები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა აბდელლათიფ ხედირამ.

შეხვედრას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი ედუარდო მუელა როდრიგესი და „ქართული ზეთისხილის“ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძეც ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა