სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ყვავილის, თანიანთკარის, არაგვისპირის, ჩინთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად შიდა გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სოფლების გაზიფიცირება დაასახელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია საშუალებას იძლევა მოხდეს თითოეული სოფლის საჭიროების იდენტიფიცირება და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მოსახლეობას განუცხადა, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ჟინვალისა და ჩინთის წყალმომარაგების სისტემებს, მიმდინარეობს ჟინვალში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოება, უახლოეს პერიოდში დასრულდება სარემონტო სამუშაოები არაგვისპირის საჯარო სკოლაში, ასევე მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები. ახლო მომავალში იგეგმება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ჟინვალში და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფელ ყვავილში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, თენგიზ ხუბულური და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ესწრებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთანაც გაიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა