კახა კუკავა და გია ძოწენიძე ქუთაისში ეროვნული მოძრაობის ვეტერანებს შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და პარტიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი გია ძოწენიძე, ქუთაისში ეროვნული მოძრაობის ვეტერანებს და აქტივს შეხვდნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, 2020 არჩევნებზე პარტიის გეგმები და ამოცანები, ასევე, ის პერსპექტივები, რაც ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში, ეროვნულ-კონსერვატიულ ძალებს მნიშვნელოვან შანსს აძლევს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის.

შეხვედრაზე დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლებთ შეცვლა, არამედ 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების მძიმე შედეგების დაძლევა. აგრეთვე 1991-92 წლების მოვლენების გამოძიება და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი საქართველოს“ უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს