ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ქუთაისში გადაუღებელი წვიმის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. რუსთაველის, გამსახურდიას, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩებზე სანიაღვრეებმა წყლის გატარება ვერ შეძლეს, რის გამოც დატბორილია ტროტუარებიც.
უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრალური ბულვარიც დატბორა.

























