ანონსი 30 სექტემბერი

30 სექტემბერს, 09:15 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში, გაიხსნება საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019-ის გრანდიოზული ფინალი 30 საუკეთესო გუნდისათვის. 17:30 საათზე გაიმართება ღონისძიების დახურვისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი მიიღებს.

საკონტაქტო: დავით ნოძაძე +995 32 291 29 33

30 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

30 სექტემბერს, 10:30 საათზე, უფლებადამცველი, ადვოკატი, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ინტერესების დამცველი გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: გახმაურებული შეწყალება

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-17-54

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი #45ა

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

30 სექტემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების საქმე და გირაოთი გათავისუფლებული სპეცრაზმელი - იკვეთება, თუ არა შერჩევითი სამართლის ნიშნები? მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში და რეზოლუცია სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების შესახებ. შეწყალების სკანდალი და პრეზიდენტის განცხადება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მწერალთა სახლში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, „ენკენი ფილმს FF9-სთან“ თანამშრომლობით და სააგენტოს „წარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სერტიფიკატებით აჯილდოვებს კინოინდუსტრიის 40 წარმომადგენელს, რომლებმაც Fast and Furious 9 (FF9) /ფორსაჟი 9 გადაღების დროს მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში.

საკონტაქტო: 599805599

30 სექტემბერს, 11:00 საათზე,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის აგვისტო.

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ც.დადიანის #30

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა - დარჩა თუ არა საქართველო რუსეთთან პირისპირ? რა შედეგს უნდა ელოდოს საქართველო. ლავროვის განცხადება. ოპოზიციის მიერ ზალკალიანის პარლამენტში დაბარება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 სექტემბერს, 11:30 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართავენ აქციას „კოლაბორაციონიზმი სირცხვილია“.

მის: ჩიტაძის 4

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

თემა: ბიუჯეტი 2020

მის: ინგოროყვას 7

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ფოტოექსპოზიცია გაიხსნება.

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თბილისის ოფისი, დ.აღმაშენებლის #61

საკონტაქტო: 593 266 177

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომა ჩატარდება. დღის წესრიგი: „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-2/394; 23.09.2019) განხილვა“.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

30 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, რუხის ციხის ტერიტორიაზე "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის დახურვის ცერემონია გაიმართება. უმაღლესი სასწავლებლები დამთვალიერებლებს მრავალფეროვან და შთამბეჭდავ სანახაობას შესთავაზებენ, წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები.

30 სექტემბერს, 14:30 საათზე, საია და მწვანე ალტერნატივა ცაგერსა და ონში მიმდინარე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო „მოქსი“ (ზაარბრიუკენის მოედანი)

30 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში, თემატური მოკვლევის ჯგუფის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ - სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

30 სექტემბერს, 15:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრს“ გახსნის და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს

მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების (07-3/380; 28.06.2019 და 07-3/384; 17.07.2019) საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა, სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

30 სექტემბერს, 16:30 საათზე , პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა თემაზე „სუსტი პირველად ჯანდაცვა - ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევის ძირითადი ბარიერი“.

საბჭოს ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნება „ველფეარ ფაუნდეიშენის“ მიერ პირველად ჯანდაცვაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (მე-3 სართული).

საკონტაქტო: სიმონ გაბრიჭიძე ტელ: 2912699, მობ: 599 969463

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

30 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო