მეექვსეკლასელი გოგონა, რომლის რუსთავის მე-5 სკოლიდან გაყვანას მშობლების ნაწილი ითხოვს, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლის ტერიტორიიდან გაიყვანა

რუსთავის # 5 საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ დატოვა მეექვსეკლასელმა გოგონამ და მისმა მშობელმა. სკოლიდან, ის რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. თამარ ხეჩიკაშვილმა გოგონა საკუთარ მანქანაში ჩასვა და სკოლის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ხეჩიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრი კანონით შესაბამის ზომებს მიიღებს.

სკოლასთან ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შეკრებილი მშობლები რჩებიან.

მოსწავლეების მშობლები იმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლას მოითხოვენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და ბულინგში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. პედაგოგის მტკიცებით, მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა