ბორჯომში და მის სოფლებში 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია

ბორჯომში და მის სოფლებში 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია

ქალაქ ბორჯომში და მის სოფლებში 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, აღნიშნულ რიცხვს წლის ბოლომდე კიდევ 5 შეემატება.

მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, სპორტული მოედნები უკვე მოეწყო: ბორჯომში - „მთის ხეობის“ მიმდებარედ, სოფელ ჩითახევში, სოფელ ტიმოთესუბანში, სოფელ ბეშეთში, სოფელ კორტანეთში, სოფელ ტაძრისში, დაბა წაღვერში და სოფლებში-დვირსა და ყვიბისში კი მოედნები სკოლის მიმდებარედ მოეწყო.

ამასთან, სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე ახალი მოედნები შეემატება ბორჯომში - ჩარხისწყლის დასახლებას, დაბა ბაკურიანს, დაბა ახალდაბას, სოფელ რველს და სოფელ ტაბაწყურს.