შს მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს გაუსვა ხაზი.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მნიშვნელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა ტოივო კლაარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა