ანონსი  1 ოქტომბერი

1 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კონფერენციას „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი“ გახსნის.

კონფერენცია ტარდება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით.

1 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი თბილისში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს.

მის: თელავის ქ.20

1 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში 2019 – 2021 წლების ახალ ერთობლივ პროექტებს წარადგენენ. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე; ევროკავშრის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი; პარტნიორობა კარგი მმართელობისთვის კოორდინატორი, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატი არკადი სიტინე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს მესამე მდივანი ანა ძოწენიძე მედიის შეკითხვებსაც უპასუხებენ.

მის: სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“

საკონტაქტო: ნათია ქანთარია- 555 633 543

1 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) თსუ-ის #107-ე აუდიტორიაში მართავს საჯარო ლექციასა და დისკუსიას - „შეზღუდულ სახელმწიფოებრიობასა და სადავო წესრიგს შორის: როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“

ღონისძიებაში მონაწილეობენ გერმანიისა და ლიეტუვის ელჩები საქართველოში -ჰუბერტ ქნირში და გიედრიუს პუოჯუნასი და ექსპერტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან - პროფესორები ტანია ბერცელი და თომას რისე.

1 ოქტომბერს, 10:30 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: დიმიტრი გაბუნიას გავლენები სალომე ზურაბიშვილზე.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიგი წერეთელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პარლამენტში დაბარებაზე განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, მეორე სართული.

1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერნცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც დღეიდან იწყება - უზრუნველყოფს, თუ არა ცვლილებები უსაფრთხო გადაადგილებასა და გაუმჯობესებულ სერვისს. რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი და რაზე უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმის შემდეგი ეტაპი?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც დღეიდან იწყება - უზრუნველყოფს, თუ არა ცვლილებები უსაფრთხო გადაადგილებასა და გაუმჯობესებულ სერვისს. რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი და რაზე უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმის შემდეგი ეტაპი?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" გუგუტიანთკარში რაზმაძეების ოჯახისთვის საჩუქრად გადასაცემ სახლს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მიიტანს.

საკონტაქტო: ქეთი ნიჟარაძე -555 177799

1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საჯარო ბიბლიოთეკა), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საკოლექციო მონეტას წარუდგენს.

მის: გუდიაშვილის ქ. #7 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი საკონფერენციო დარბაზი

1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს შეხვდება.

თემა: ბიუჯეტი 2020

1 ოქტომბერს, 14:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქ. N10

1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან და დღგ-ს მარეგულირებელ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

მის: დ. გურამიშვილის გამზ. #76.

საკონტაქტო : ცირა იობაშვილი- 598 544 415

1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთში, „ეიპიემ ტერმინალსის“ ტერიტორიაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, ახალი კონცეფციის - „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წარდგენა გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის მერი, კახი კალაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე გახსნიან.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე +995 577 211 300

1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გაიმართება დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც ბუნებისმეტყველების პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი.

მის: ე. მინდელის N9.

1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კამპანიის „სტრატეგია აღმაშენებელის“ ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები.

მის: ივენთ-ჰოლი.

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე-551662525

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო