ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნეს სექტორთან დღგ-ს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ

ხვალ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნეს სექტორთან დღგ-ს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრა საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებში კანონის პროექტით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას ისახავს მიზნად.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივებთან მიახლოების მიზნით მოსალოდნელი ცვლილებები დღგ-ს მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას შეეხება და სრულიად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ნორმები. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართება. შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა