07.07.2025 / 08:38
ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ეს გახლავთ ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ ძალთა კონსესუსის საფუძველზე ხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის 11-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის პროპორციული საარჩევნო სისტემა, ბუნებრივი ბარიერი, ბლოკების ერთჯერადად არდაშვება, ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მომხსენებელმა გაამახვილა ყურადღება. მან ასევე, ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და ნაკლოვან მხარეებზე.

საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები შეკრებილებს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა: გია აბულაძემ, ილია ვერძაძემ, მერაბ ბლადაძემ, გიორგი ცინცქილაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, მერაბ კარანაძემ გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარტიული სიების დაკომპლექტების პრინციპებმა, რაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ამომწურავად ისაუბრა. კითხვები დაისვა მანდატების რაოდენობასა და პარტიების დაფინანსებაზე, გაჟღერდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების წინადადებაც.

როგორც დავით გაბაიძემ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, მოქალაქეებს თავიანთი მოსაზრებებითა და წინადადებებით წერილობით შეუძლიათ მიმართონ საორგანიზაციო კომისიას და მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს