მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვების მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მარტვილის № 2 საბავშვო ბაღში 20 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვების ნაწილი სახლში გაწერეს, 16 მათგანი კი დაკვირვების მიზნით სტაციონარში იმყოფება.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, დროულად მოხდება ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მასზე რეაგირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც.

მარტვილში ბაღის აღსაზრდელების მოწამვლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს