Hotelhub.ge-ის ბიზნესპლატფორმის საშუალებით, მსხვილმა ევროპულმა ტუროპერატორებმა საქართველოსთან თანამშრომლობა დაიწყეს

ქართულ ბაზარზე ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური დაჯავშნის ინოვაციურმა ონლაინ პლატფორმამ HotelHub.ge ცოტა ხნის წინ ევროპულ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა დაიწყო და პოზიტიური შედეგიც უკვე მიღწეულია. თანამშრომლობის შედეგად კომპანიის ტურისტულს ბაზარს ევროპის ქვეყნები შემოუერთდნენ და აღნიშნულ მოკლე პერიოდში ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. როგორც HotelHub.ge-ის დირექტორი კობა ბულაშვილი განმარტავს, უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაინტერესება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი.

„ბოლო წლებში საქართველოს, როგორც საინტერესო და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მზარდია. წლიდან წლამდე იზრდება შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. ბოლო პერიოდში კი ევროპის დიდი ქვეყნებიდანაც გაიზარდა დაინტერესება. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოეთ აღნიშნული ქვეყნების მსხვილ ტუროპერატორებთან მოლაპარაკებები და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც შედგა. ჩვენს ტურისტულ ბაზარს შეემატა ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქართული სასტუმროებისთვის, ისე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობის ზრდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე,“ - განმარტავს კობა ბულაშვილი.

HotelHub.ge ორი წელია, ბაზარზე ოპერირებს და საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართული სასტუმროების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებს სთავაზობს. ამ დრომდე კომპანია აქტიურად მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის, სპარსეთის ყურის, შუა აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ტურისტულ ბაზრებზე. ზოგადად, ყველაზე მეტი დაინტერესება ამ რეგიონებიდან ფიქსირდებოდა და HotelHub.ge-მაც სწორედ ამიტომ საწყის ეტაპზე აღნიშნული ბაზრების ათვისება გადაწყვიტა. ამჯერად კი ევროპის ქვეყნების დამატების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

HotelHub.ge 140-ზე მეტ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოური ბრენდის ქვეშ მყოფ, სასტუმროს მოიცავს და მისი განვითარება მუდმივად გრძელდება. აღსანიშნავია, კომპანიის ზრდის ტემპიც. გასულ წელს ტურისტულ ნაკადებში აღნიშნული პლატფორმით 300%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მიმდინარე წელს 240%-იან ზრდას ვარაუდობენ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა