ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას განაპირას განვითარებული მოვლენების შემდგომ, ამ ფორმატში მე-5 ტექნიკური შეხვედრა იმართება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ მოწყობილ ე.წ. საგუშაგოებს აპროტესტებენ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, ჩორჩანას განაპირას არსებული ქართული პოლიციის პოსტის დემონტაჟს ითხოვს, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ცალსახად დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია სტანდარტული ეკიპირებით და მხოლოდ ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს, შესაბამისად, მისი დემონტაჟის საკითხი არ განიხილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა