ქუთაისში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება

ქუთაისში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება

ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად ზარალის ოდენობის დადგენა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალურ დონეზე შეიქმნა, ზარალს აღწერს, რომლის შემდეგ, დახმარების თანხა გამოიყოფა.

„ამ დროისთვის გავწმინდეთ ყველა ქუჩა, ასევე გაიწმინდა სანიაღვრეები, რომელიც უხვი ნალექის შედეგად ქვა-ღორღით იყო სავსე. ზარალი მასშტაბური არ არის. მოსახლეობას სხვადასხვა ტექნიკა დაუზიანდა, რომელთაც დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავუწევთ“, - განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ.

ქუთაისის ქუჩებში სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო. უხვმა ნალექმა სამი დღის წინ ქუთაისში ცხრა ქუჩა დატბორა.