სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არის

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ განუცხადა.

„რაც შეეხება ახალგორში შექმნილ ვითარებას, როგორც კრიზისის, ამის შეფასების არანაირი ინდიკატორი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, თუ დროულად არ გაიხსნა და მოსახლეობას არ მიეცა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რაღაც პერიოდში მათ აუცილებლად შეექმნებათ კონკრეტული პრობლემები“, - განაცხადა ანთაძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ცხინვალის იზოლატორში პატიმრების შიმშილობის საკითხით, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც ანთაძემ განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

„ეს თემა არ იქნება დღევანდელი შეხვედრის განხილვის საგანი. სიტუაციას ვსწავლობთ და დეტალებს ვაზუსტებთ“, - განაცხადა ანთაძემ.

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა