ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი - ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოებია.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, იქნება ეს სამედიცინო სერვისი თუ სხვა რამ, მიუღებელია ვაჭრობის საგანი იყოს და ვინმე ამით პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადოს.

ასევე, ანთაძის თქმით, „ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც შეიძლება მოიყვანონ იმის გასამართლებლად, რომ სანამ კონკრეტული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, ფორმატი ფუნქციონირებას არ გააგრძელებს, ეს არის უკიდურესად დესტრუქციული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“.

„ეს ფორმატი მოწოდებულია პრობლემების გადასაჭრელად ადგილზე. ყველა ამ შეხვედრის დროს ყველა მონაწილემ დააფიქსირა პოზიცია, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. არარსებობს რესურსი და არის მანევრის საშუალება, რომ ჩვენ განვაგრძოთ დიალოგი. ასევე ეს საკითხი ძალიან მწვავედ იქნება დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება“, - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ჩორჩანასთან განთავსებულ საგუშაგოს საკითხს, ანთაძის თქმით, სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პერსონალით არსებითად არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე საფრთხეს ნებისმიერი მშვიდობიანი მცხოვრებლისთვის იმიტომ, რომ მისი პირდაპირი ფუნქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„საპოლიციო საგუშაგოს ფუნქცია არის ძალიან კონკრეტული და არავინ აპირებს ამ ფუნქციის მიღმა მათთვის დამატებითი ფუნქციების შეძენას“, - განაცხადა ანთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა