თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა