რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე  მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით M3 კატეგორიის ტრანსპორტზე კონკურსს აცხადებს

რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით M3 კატეგორიის ტრანსპორტზე კონკურსს აცხადებს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, კონკურსანტებმა რუსთავი-თბილისის მგზავრთა გადაყვანაზე, საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ევრო 6 ემისიის სტანდარტის, ან ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტი უნდა წარმოადგინონ.

საკონკურსო პირობების მიხედვით, 90 თეთრიდან 1,20 ლარამდეა განსაზღვრული, ტრანსპორტით სარგებლობის მაქსიმალური და მინიმალური ნიხრი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსზე განაცხადის შემოტანის მსურველმა პრეტენდენტებმა, ტრანსპორტის საფასური ამ შუალედში უნდა განსაზღვრონ.

საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსის დასრულების შემდეგ, გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, მგზავრთა გადაყვანას რუსთავიდან თბილისის მიმართულებით შემდეგი მარშრუტით მოახდენს: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია – ხალხთა მეგობრობის გამზირი –ჟ.შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)- ვახტანგ გორგასლის ქუჩა- დ. გულიას ქუჩა- რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა- ნავთლუღის ქუჩა- ვაჟა ჩაჩავას ქუჩა-აწყურის ქუჩა- კახეთის 1-ლი შესახვევი- ნავთლუღის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ანალოგიურ მარშრუტს (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია-ნავთლუღის ქუჩა-რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა-დიმიტრი გულიას ქუჩა-გულიას მოედანი-ვახტანგ გორგასლის ქუჩა-რუსთავის გზატკეცილი- ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია.) გაივლის თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მომავალი მგზავრიც. კონკურსი დღეს გამოცხადდა, პრეტენდენტთა განაცხადების მიღება ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, შემდეგ ბმულზე(https://rustavi.gov.ge/news/2078?fbclid=IwAR0lgG8kXzaX4139de_lQBGmc4Omd38aU6mdsOyPUsgYVPVygUrK60pdgwA)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს