დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციულ დიალოგს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ 2008 წლიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის კონსტრუქციულ დიალოგს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის კომენტარს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა თბილისში „ძალიან მტკივნეულად“ აღიქვეს, რასაც საქართველოს დედაქალაქიდან „ისტერიკა“ მოჰყვა, რომელიც „არც თუ ისე ადეკვატური რეაქციაა მომხდარზე“.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მოსკოვმა ოფიციალური თბილისიდან რაიმე სიგნალი დიალოგისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა:“ჩვენ ვნახეთ, სამწუხაროდ, ბრბოს სიგნალი, ვხედავდით ხელისუფლების სიგნალებს, რომლებმაც ამ ბრბოს წაუყრუეს, როდესაც ჩვენმა დეპუტატებმა გაჭირვებით მოახერხეს თბილისდან გამოსვლა. ეს სიგნალები ჩვენ ვნახეთ და არ მოგვეწონა. მოდით, გქვონდეს იმედი, რომ მომავალში ასეთი სიგნალების გარეშე ვიცხოვრებთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პუტინი აფასებს რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს, კრემლში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, სურთ კარგი ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ოფიციალური თბილისის მხრიდან პრობლემებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა