ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა