ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს ნაირა ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოტიაშვილის ადვოკატმა, ონისე მარგიანმა განუცხადა. ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში უახლოეს პერიოდში მოინახულებს.

ცნობისთვის, თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით.

2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა