ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მისაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

,,მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული .. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, .. წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ..- და ..- განზრახ მოკვლის მიზნით, ..- საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და დანით ..- გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად .. ადგილზე გარდაიცვალა. ..- ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ..-სთან სტუმრად მყოფი ..- მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ .- გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ..- სახის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად .. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო .. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა .. 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით და 19-109- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ .. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა