მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის, ალექსეევკა-მენკალისას 6.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხების, ხელოვნური ნაგებობების და ავტოპავილიონების მოწყობა ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 3.8 მილიონი ლარია და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე, უკვე დასრულდა მარნეული-ხაიშის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა