ანონსი  3 ოქტომბერი

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიხსნება ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციას გახსნიან ნატა ძველიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ელინა გრუნტშტორმი- ფინეთის მასმედიის საბჭოს თავმჯდომარე და კატერინა ნიკოლაუ - საბერძნეთის მედია საჩივრების კომისიის თავმჯდომარე.

მის: თელავის 20

საკონტაქტო: ნათია ქანთარია 555 633543

3 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიების სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „მცხეთის სამედიცინო ცენტრისა“ და „პრივატკლინიკის“ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნონა მაღრაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სამედიცინო ნარჩენები და მოკვეთილი ორგანოები ნაგვის ბუნკერში - გამკაცრებული სანქციები, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რეგულაციები და სად მიდის სამედიცინო ნარჩენები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო : ეკა გულუა 599726565

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით მესხიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ტაქსების რეფორმის პირველი შედეგები - არის, თუ არა აუცილებელი რეგულაციების შეჩერება? რა ცვლილებებია საჭირო , უსაფრთხო გადაადგილებისა და გაუმჯობესებული სერვისისთვის.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის საფუძველზე განხორციელდება ერთობლივი კვლევითი-სამეცნიერო პროექტები, რომელშიც ასევე ჩართულები იქნებიან აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას #61

3 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

3 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „გირჩი“ ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

მის: წიწამური, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო: 551 599 870

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე გლდანულაში მდებარე 185-ე საბავშვო ბაღში მივა, სადაც საგზაო მოძრაობის და მინი ავტო ქალაქის იმიტაცია მოეწყობა.

საკონტაქტო - ლანა 577158572

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეპიდემიოლოგი, იაშვილის კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ლელა წაქაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ჯარიმების გაათმაგება სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში ჩაყრაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და სად არის პრობლემა.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო : ეკა გულუა 599726565

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მამუკა ხაზარაძე მოძრაობა "ლელოს" 12 წევრს წარადგენს და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ღონისძიება ექსპო-ჯორჯიას #3 პავილიონის ტერიტორიაზე გაიმართება.

საკონტაქტო : 577403734

მის.: წერეთლის გამზ. 118

3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის საქმეზე "თანასწორობის მოძრაობისა" და კომპანია "ალმას" შორის დავის მორიგი განხილვა გაიმართება. დავა შეეხება 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, თბილისის ტრანსპორტის გაჩერებებზე ბანერების განთავსებაზე უარის თქმას. დარბაზი: 55, მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე.

საკონტაქტო მიხეილ მეფარიშვილი 599 938073

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველის“ ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ფინანსთა მინისტრის დაბარება.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ, პენსიაზე გასულ პრაქტიკოს პედაგოგებს შეხვდებიან.

მის.: უზნაძის 52

3 ოქტომბერს, 14:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავს და პოზიციებს წარადგენს. შეხვედრას 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106.

საკონტაქტო: ცირა იობაშვილი 598 544 415

3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, გიორგი ვაშაძე და სტრატეგიის იდეის ავტორები სტუდენტებს შეხვდებიან.

მის:-აბაშიძის 34/36 "ტერმინალი"

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე, ტელ: 551662525

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის სასაქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე საინიციატივო ჯგუფი „თავისუფლების ქარხნის“ იდეის პრეზენტაციას წარმოადგენს.

მის:პეტრიაშვილის ქ. #1

საკონტაქტო: დავით ჯაბაშვილი 597 719 887

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს