ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები არ იზიარებენ შსს-ს ვერსიას, თითქოს ზაზა ჩინჩალაძემ პოლიციას თავად მიაყენა შეურაცხყოფა

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები არ იზიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას, თითქოს ზაზა ჩინჩალაძემ პოლიციას თავად მიაყენა შეურაცხყოფა.

„ფაქტი დილის ცვლაში მოხდა. ჩვენ მოშორებით ვიყავით, რა დროსაც ატყდა ხმაური. გაიქცენ თანამშრომლები. როგორც მათ გვითხრეს, პოლიციელები ეჩხუბებოდნენ ზაზას. ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. გამორიცხულია ზაზა ჩინჩალაძეს თავად ეჩხუბა", -აცხადებენ ადგილზე მყოფი თანამშრომლები.

მათი თქმით, მომხდარის გამო თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს და ზაზა ჩინჩალაძის მხარდასაჭერად პოლიციაში წავიდნენ.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღესვე საჩხერის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ზაზა ჩინჩალაძე გაათავისუფლა, თუმცა პროცესი გრძელდება და მომდევნო სხდომა ხვალ გაიმართება. ცემის ფაქტს არ ადასტურებს ზაზა ჩინჩალაძე. როგორც ის აცხადებს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მომხდართან დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს