აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე შეზღუდვა გააუქმა

ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„საზღვარზე“ ორმხრივი გადაადგილების აკრძალვა საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის ივნისში დააწესა.

„უშიშროების სამსახურის“ ინფორმაციით, „საზღვარზე“ მიმოსვლა 27 ივნისს, თბილისსა და ზუგდიდში არსებული საპროტესტო აქციების გამო დაწესდა. აკრძალვა მხოლოდ მათზე არ ვრცელდებოდა, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიზნით აპირებდა გადასვლას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო