გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით აქვს კონსულტაციები და „მიმდინარეობს გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება“

არაერთხელ ვთქვი, რომ მე განვხილავ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში მივიღებ. ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. არ მინდა უხერხულ მდგომარეოიბაში ჩავაყენო ის ადამიანები, რომელთანაც მაქვს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, წამყვანი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა გიორგი ქობულია იყოს იმ საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, რომლის შექმნაც ანა დოლიძემ დაანონსა.

ქობულიას განცხადებით, როგორც კი ექნება იმ გუნდთან საერთო პოზიცია, რომლის ჩამოყალიბებაც მიმდინარეობს, ის ამ პოზიციას გაიზიარებს. მისი თქმით, ისიც შეიძლება იყოს ამ გუნდის ჩამომყალიბლებთა შორის. ქობულიას ინფორმაციით, მიმდინარეობს გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება.

ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ახლახანს გაიცნო ანა დოლიძე, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერ ისაუბრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა